ლექსი

ცეცხლოვანი ქალი

მე ვხედავ ცეცხლის წითელ ალს,
ვხედავ და არ ვაშორებ თვალს,
თითქოს მიწვევს, ის ძლიერ მწვავს.
...მას, იმ სიწითლის მომღერალს,
მე ვხედავ, არ ვაშორებ თვალს...
მე ვხედავ მოცეკვავე ქალს.
ქალია ცეცხლი მე რომ მწვავს.
და იგი ქრება, ტოვებს კვალს,
ვერ ვუძლებ შავი ფერის კვამლს,
ვერ ვუძლებ უმისობის აზრს,
ვიცი რომ იგი ძლიერ მწვავს
მაგრამ რომ ვერ ვხედავ ვერც ალს,
ვერცერთ მის წითელ ნაპერწკალს
და იმ ლამაზ მომღერალ ქალს...
...უმისობა რომ მწვავს და მკლავს.

← უკან ლექსებში