იოანე ლომაძე

არ-შემდგარი პოეტი

„სიდიადით ვარ მცირე და ჩემი სიმცირით დიადი.“

ლექსების წერა აქტიურად 17 წლის ასაკში დავიწყე. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ უსასრულოდ შემეძლო გამერითმა და ამ პროცესისგან უდიდესი სიამოვნება და შვება მიმეღო

ჩემი ლექსები ჩემთვის მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება არ არის. ისინი იმ განცდებს ატარებენ, რომლებიც მაშინ ჩნდება, როცა რაღაც მიხარია, მწყინს, მაბრაზებს ან იმედს მიცრუებს. ვწერ დღევანდელობაზე, სიყვარულზე, ადამიანებზე და საკუთარ თავზე.

სახელი „არ-შემდგარი პოეტი“ თავდაპირველად ერთ-ერთ ლექსში გამოვიყენე, როგორც დამწყები ავტორის აღმნიშვნელი, თუმცა დროთა განმავლობაში ის ჩემს პოეტურ იდენტობად იქცა.

„არ-შემდგარი“ ჩემთვის არ ნიშნავს „შეუმდგარს“. მას სხვა დატვირთვა აქვს. ეს არის ეპითეტი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ნებით დგას ცალკე, დიდი ფიგურების მიღმა; ადამიანისთვის, ვისთვისაც დიდება მთავარი მიზანი არ არის, რადგან მისთვის სიტყვების ძერწვა და რითმებთან თამაში უკვე საკმარისია.

ლექსების წაკითხვა →