გამორჩეული ლექსი

გზა ცეცხლამდე

მინდა ვამსხვრიო, ვამტრიო თავსმოხვეული ეს სევდა,
მინდა დავფფხრიწო და დავხიო ის რაც უკან მე მხევდა,
მინდა ავრიო და მინდა დავრიო ის რაც მე მრევდა,
მინდა მადლობა ვუთხრა იმათ ვინც მედგრად მე მედგა.

არ მინდა გავექცე, მე მინდა ვებრძოლო თავში შიშებს,
ხელს სხვისკენ რომ იშვერს, ფიქრით შებოჭილი რომ ვერ იშვებს,
და ვერ მოეშვა, მაინც რომ ისევ დასდევს რითმის ნიშნებს,
ნიშებს ითვლის და ის ლექსად სახავს, გულს რომ უთბობს, იმ შველს.

შვებას ვეძებდი და ახლაც ვეძებ, აქ ისევ ვერ ვძლებ,
მაძლიერებს რაც არ მკლავს, თავს ისევ ვებრძვი და ისევ ვერ ვძლევ,
გაწყდეს ხერხემალი, ექსტრემალი ერკემალი ვერძებს
ეძებს ტვირთის გასაყოფად, რაც აქ გასწვდა ყოფად ბევრ ბრძენს.

კი მაგრამ სიბნელეს ხომ ყოველთვის მოჰყვება ნათელი?
ჩემი სინათლე ცეცხლი ყოფილა, და ლამის გათელვის
შემდეგ, არშიყით ალის დანთებით ჩვენ ისევ დავთვერით,
თავში აზრებს ვალაგებ ცეცხლზე ფიქრით ღამის გათევით.

სიბნელის აღარ მეშინია, მე გზა ცეცხლმა მინათა,
სარკის ასარეკლად ლითონით ვფარე შუშა-მინათა,
აქეთ ირეკლა ჩემი სახე, მზემ რომ მთვარედ მინატრა
დამათრო მიხაკმა, ცეცხლის ალმა გამათბო, მინახა.

← უკან ლექსებში