ლექსი
წითელი ღვინო
წითელ ღვინოს სვამ, მაგრამ მაინც მე გათრობ,
თავად ცეცხლი ხარ, მაგრამ მაინც მე გათბობ,
და როცა დარდი გაქვს, პირველი მე გატყობ,
მე გული ერთი მაქვს იმასაც შენ განდობ.
მოხვედი, გააღე ამ გულის კარიბჭე
და ჩემს არსს რამხელა სიხარულს ანიჭებ
აღმაფრენაში ვეღარც ვითვლი ამ ნიჭებს,
სიყვარულის ისარი გულში რომ გამირჭე.
❦
← უკან ლექსებში