ლექსი

იმპრესია

ვიბრძვი კალმით, რომ დავიპყრო სიყვარულის იმპერია,
და ვწერ, რომ გამოვხატო შთაბეჭდილება – იმპრესია.

გამოვხატავ, ვხატავ სიტყვით, კალამი ჩემი ფუნჯია,
სიტყვები ზოგჯერ მრავლისმეტყველი და ზოგჯერ მუნჯია.

რა ვქნა არ ვიცი, მე მაინც ვერ დავიბრალებ მხატვრობას,
ზურმუხტთნახატი ვიხილე, გაოგნებული დამტოვა,

და თვალებმა რომ მარტოდ დამტოვა ცეცხლმოკიდებული,
ამერია გონებაც, ვით ზურმუხტი მორიდებული.

ჩემი ცხოვრების ფერადი ნახატი ხარ, პოლ გოგენის,
უდროობაში გადავეშვი, ნუ მიწყენ, რომ მოგელი.

ჩვენი ბედნიერება, იცი მიზანი რომ ეს არის,
გულით მივისწრაფვით ბალანსისკენ, როგორც პოლ სეზანი.

❦
← უკან ლექსებში