ლექსი
ცეცხლად მომედე
მე არ მინდა გული ჩემი ცუდად ყოფნით გილბებოდეს,
და არც ის მინდა, სილაღე ჩემი ბრალით გიკვდებოდეს.
ჩვენ ორივემ მშვენივრად ვიცით რომ მე ვარ დამნაშავე,
მიდი დამსაჯე, ცეცხლო, დამწვი ნახშირად გამაშავე.
მიდი ბოლომდე დამფერფლე და ცეცხლად მომედე ალით,
რომ ტანჯვისაგან ბოლომდე ვიყვირო პრომეთეს ძალით,
რომ მეც მტკიოდეს ისე ძლიერად როგორც შენ გატკინე,
ცრემლი მდიოდეს, გული დამეწვას ოღონდ შენ აღტყინდე.
რომ მე ვერ გელევი შენ და მე ვერ ველევი სინანულს,
და გული მიკვდება რომ გაგვირბიხარ მე და სიხარულს.