ლექსი
აქ რომ სიბნელეა, ეს ხომ ნათელია?
"აქ რომ სიბნელეა ეს ხომ ნათელია?!"
ხალხი მრავლად დაფანტული ფანტელია,
არ ვიცი, შესაერთებლად რას ელიან,
იმედიც სანთელივით რომ დამელია,
ერთურს ვმტრობთ, როგორც ფოცხვერი და მელია.
ხალხი ბრბოა, სჯერათ, რასაც დამღერიან,
რომ მიუშვა პროპაგანდას ჩაგტენიან
,
თუ არ მიიღებ? — მაშინვე განგდევნიან.
მზეს შევსცქერი, ლექსს ვწერ დილით, გამთენიას,
მაგრამ მაინც...
"აქ რომ სიბნელეა ეს ხომ ნათელია?!"
❦
← უკან ლექსებში