ლექსი
ლისის ტბა
შორს, ზეგან-პლატოზე რომ სადღაც ნისლია,
მომწონს, მაგრამ ბურუსი საკმარისია,
ვწერ ისეთს, როგორიც ჩემი საკადრისია,
გონება დამიქრის იქ სადაც ლისია.
ბნელი გონება მეწმინდება იქ მისვლით,
უკან დამრჩა წარსული, რთული ივლისი,
გზად კი, ხედი მეშლება მთელი თბილისის,
თანაც ის ხომ მოწმეა შენი ღიმილის.
და მაინც ტკბილად მესახება მერმისი,
მომავლის მჯერა და ვირწმუნე მე მისი,
შენსკენ მომავალ გზაზე შემხვდა დელისიც,
მამშვიდებს და ამიტომაც მიყვარს მე ლისი.