ლექსი

დიდებულ ქართველებს

როგორი დიდებული იყო აკაკი,
თან როგორ თქვა: "ცა ფირუზ, ხმელეთს ზურმუხტო",
სიტყვათ-წყობა ჰქონდა ლამაზი რაკრაკით,
ნეტავ მის სახელს როგორ უნდა უმუხთლო?!

როგორი დიდებული იყო ილია,
ჩვენით მოკლული დღემდე ერის მამაა
და მთელი ქვეყანა ხომ მისი შვილია,
მე ისევ ვუცდი, მსგავსი მხსნელი სადაა...

და თურმე როგორი დიდი იყო ვაჟა,
რა ტკბილად გვისახავდა დედა-ბუნებას
და როგორ წარმოაჩენდა ნამდვილს ვაჟ-კაცს,
ისეთს, რომლისაც ველი მე დაბრუნებას.

სად სადა ხართ ქართველნო, სიტყვის დამცველნო?
თქვით, რად დაიკარგეთ, გამოჩნდით სად წადით?!
ობლად ვართ, მაგრამ, ქვეყნის ბედის დამსვრელნო,
მაინც არ ასრულდება თქვენი საწადი!

❦
← უკან ლექსებში