ლექსი

რჩეული საჩუქარი

ცეცხლო, მე უკვე დამწვარი ვარ, ფერფლად გარდავიქეცი,
მითხრეს "ფორესტ ირბინე", შენგან მაინც არ გავიქეცი.

მე მინდა დავრჩე, გონებით გიცქირო, გულით გისმინო,
იცი რომ მიყვარს ის წიგნი, იცი რომ მიყვარს ის ღვინო.

მზეში მბრწყინავი თვალები საჩუქარია რჩეული,
ჩვენი გონება დიღომს ჰგავს, აქ სულ ქარია გრძნეული.

მაგრამ ქარიც ხომ დროებითია, სიმშვიდეც დადგება,
განშორებაც დროებითია, ყინულიც ცეცხლით გადნება.

← უკან ლექსებში