ლექსი

ასფოდელონი

მე ვარ ქაოსი, ჩემი აზრების სიღრმე — ტარტაროსი,
ჩემი რითმების მარაგი — ასფოდელონის მინდვრები,
მე პოეტად ღამემ მშვა რკინის გულით, ვით თანატოსი,
მსგავსად იკაროსის ფრთების, აქ რომ გელოდით მით ვდნები.

არ-შემდგარი პოეტი ვარ, ლექსს ვწერ მიწისქვეშეთიდან,
ჩემი ლექსი მოგევლინათ სამ ფენად, როგორც ჰადესი,
ჩემს გონებაში აზრები დუღს და იწვის ქვესკნელიდან
, ენა ტკბილი მაქვს, მაგრამ მკვლელი, როგორც ღვინოს ადესის.

ვით ტკბილად ნათქვამი მწარე და მწარედ ნათვამი ტკბილი,
მით ზედაპირულს შეფარვით, შეფარულს ზედაპირულად
ვამბობ, არსი კვლავ უცვლელი ვით, ასჯერ ნაცვალი კბილი,
მე ავედ ოლიმპოს, სადაც ღმერთები სხედან გმირულად.

← უკან ლექსებში