ლექსი

გაუგებრობა

ჩემი აზრების სიღრმეა რიწა,
რითმების მარაგი ― ფარავანი,
რა ვქნა, რომ მეც ვერ გავიგე ვინ მწამს
ვინ არს უძლეველი ფალავანი?
კაცი ციდან მოევლინა მიწას,
ჩვენ ის მოვკალით და მაინც გვიცავს
ვერ გავიგეთ, ძილში ვართ თუ გვღვიძავს,
საერთოდაც სულერთია ვინ მწამს,
ბოლოს მაინც გავეკვრები ფიცარს.

← უკან ლექსებში