ლექსი
დიდებულ ლადო ასათიანს
ხომ ლამაზია ეს ჩემი სტროფი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
რომ დამასია ლექსები მორფის, მორფემის მოფენით შედევრს ქმნიდა,
და გონების ძახილით, აზრების მოსვლით, სიტყვებს რითმებად რომ ქნიდა,
და ცხოვრების მარხილიც აწყვეტით მორბის, იმ ტყვეს სილაღეს რომ ჰგვრიდა.
ტყვეობა საკუთარ თავში და იწურება სიცოცხლეც დაუგეგმავი,
და ქიშია ყოველ სვლაში, ვერ დაიძლია, სადაც დაუდე მკლავი,
აქ კი შია პოეტს სმაში წერტილ-მძიმის: არ იყოს გაუგებარი.
"მესაფლავეს" თუ ვერ გაუგე ბარი, მაშინ გონებას გაუღე კარი.
ან გალაქტიკიდან მოსული აზრებით, ანდა ტაეპით ლადოსი,
არაუშავს, მერე რა დაშავდა, თუ რითმებში გაებით პათოსით?!
დიდების მანტია მოსხმული მასხრები, თავს რომ კარგავთ, თან რა დოზით,
ღამის თევით თვალი რომ ჩაშავდა, საკუთარ თავთან მარტო რატომ ზის?