ლექსი
შეცდომა
ადრეც დამიწერია ლექსი საბოდიშო,
ადრეც მქონია საქციელი უაზრო,
მე თუ სიტყვით გაწყნენინე, გამოდის რომ
მე ვერ დავაფასე გოგონა უზადო.
თანაც ადრეც მითქვამს, რომ მაქვს ენა მჭრელი,
რა ვქნა, რომ სანამ ვიტყვი მანამ არ ვფიქრობ,
და ცხოვრება ვერ იქნება ფერად-ჭრელი,
თუ კი ერთმანეთის მანკიერს არ ვიცნობთ.
გამომივიდა ხუმრობა მეტად უკბილო,
თუმცა მთავარია, რომ ვხვდები შეცდომას,
ენით უნდა მოთაფლო, კი არ უკბინო,
კიდევ კარგი არსებობ , მაძლევ შენ ცოდნას.
მე კი ვიღებ, რომ შენგან მეტი ვისწავლო, მუდამ არ გამოვა სიტყვა, როგორც მინდა, ამიტომაც მიწევს რომ მეტი ვიწვალო, რომ შემოვირიგო ვინც კი არის წმინდა.