ლექსი
ძირს რევოულუცია
როგორც გვაქვს წესად, ისევ ათასი აბსურდი იყბედეს
და პასუხი ვერ გასცეს, შვილებს რომ უკლავენ იმ დედებს,
არ ხედავენ მტირალ დედას, სისხლიან ცრემლს რომ იდედებს,
საქმის კეთების ნაცვლად მოიგონებენ მრავლად მიზეზებს.
უნიათობაზე ხან რა გამართლება აქვთ და ხან რა,
თან თვალიც შეეჩვია, ვეღარც ვხვდებით როგორ დაღამდა,
სიკვდილის აჩრდილი ჩვენს ლაღ სისოცხლეს დახამდა,
ჯერ სილაღე წაგვართვა, ამის შემდეგ ცოცხლად დაგვმარხა.
აქ შეიძლება სიცილისთვის მოკლან ახალგაზრდები,
აქ თუ გშია, გაჭმევენ პროპაგანდას — "გადავგვარდებით,
ჩუმად უნდა ვიყოთ თორემ დიდ ომში გადავვარდებით,
ძირს მა*დანი, ხელები მაღლა! სადა გაქვთ ვარდები?"