ლექსი
"რა არის ფასი?"
უსასრულოდ იხიბლება ვერცხლით იუდები,
ყველა რაღაცას ჰყიდის, დახლს ვერც კი მიუდგები,
უშიშარ ანდაც მოშიშ ძაღლს ვერ ცვლის ფიურერი,
ან ნეტავ როდის დასჯის დასასჯელს ნიუნბერგი?!
მყიდველ-გამყიდველით აივსო გრაალის თასი:
— იაფად ვყიდი სამშობლოს და რა არის ფასი?
— თავმოყვარეობას სილას რომ გააწვნი კრახით,
და საკუთარ ღირსებას თავს რომ წააცლი კრძალვით!
ნუთუ ქვეყნის ღალატს არ სჭირდება სიმამაცე?
ციხის გატეხვა უნდოდათ, მტერი შიგან ჰმართეს,
შიში შიშსა სჭამდა, წვეთი სისხლი სისხლსა მართებს,
"ოჯახს რჩენა უნდა", ქვეყნის ყიდვა მით ამართლეს.