ლექსი

ემეტოფობია

ჩემთვის მემენტო მორია ემეტოფობია,
თქვენზე გულის რევა კიდეც შემეტყო მგონია,
ბევრი შემეცნო მდომია, ეგეც რომ მცოდნია,
ცოდნით შემეძლო, შემეგრძნო, ლექსებს რომ გონი აქვს.

მე კი თითქოს გულში მიდევს ზიზღი, ბოღმა, ბრაზი,
თავში კი მიტრიალებს ათასი მონახაზი,
ლექსი იწერება, გადმოიცეს, რომ ღრმა აზრი,
რითმა ებრძვის საზღვრულ საზღვრებს, მასში მონა არ ზის.

მეზიზღება ხალხიანად ხალხის უმეცრება,
კაცი გარემოს ეჩვია, კაცი უკეთ ხდება,
თავი სამყაროს ერჩია, თუმცა უკვე ხვდება,
სიცოცხლე დაღად ემჩნია, კაცი უცებ კვდება

ჩემი სიძულვილი ეკუთვნის მთლიან სამყაროს,
მის სიდიადესთან კავშირი რომც ვერ ვამყარო,
ჩემი რითმებით გაცემული ზიზღი ვაკმარო,
რომ უვიცობის სინანულმა გულზე ამყაროს.

← უკან ლექსებში