ლექსი
შავი ხვრელი
ფიქრად ნუ ჩამწვდები, ჩემი აზრების სიღრმეა რიწა,
ნუ განმლევ, ჩემი რითმების მარაგია ფარავანი,
მეცხრე ღრუბელს ნუ გასწვდები, სადაც ცა — იქვეა მიწა,
თორემ ოცნებიდან ძირს დაცემულს გაგტეხს წარმავალნი.
მართალია, ჩემი აზრების სიღრმეა ბაიკალი,
ისე, როგორც ჩემი რითმების მარაგია კასპია,
სიტყვას გესლიანს როცა გესვრიან ჩუმად ჩაიკალი,
იგავს აზრიანს თუ გაწვდიან, ნუ გაიგებ აზრს გვიან.
და რომ ჩემი აზრების სიღრმეა ღრმული მარიანას,
რომ ჩემი რითმების მარაგია წყნარი ოკეანე,
და თუ აზრმა თავში სიძულვილით მტრული დაგიარა,
ნაღვლიანად აღიარა შიში ბევრ ფიქრს რომ შეადნეს.
მომერიდე, ჩემი აზრების სიღრმეა შავი ხვრელი.
იწურება? ჩემი რითმების მარაგია კოსმოსი.
გრავიტაცია გამიტაცია რითმით, ლაფის მსვრელით,
აზრი რითმად გადმომდის, ლექსად მაბადია ოსმოსი.