ლექსი

არიადნეს ძაფი

სახელების დარქმევა ჩემი ჰობია,
ამ ხელების დაკარგვა ჩემი ფობია.

დავირქვი ლეგენდა, შენ ლამაზთვალება,
დროის სვლა შენელდა, ვძლევ ათას წვალებას.

ადრე ვფიქრობდი კვალის დატოვებაზე,
ახლა ცისფერი თვალის სატკბო ვნებაზე .

არ მინდა დავრჩე წარსულის მოგონებად,,
მომავლად ვარჩევ ამ სულის მოწოდებად

გახდე ჩემი არიადნე, მომცე ძაფი,
თორემ დავიკარგე, გრძნობა რომ მცემს მძაფრი.

← უკან ლექსებში