ლექსი
მეტი მშვიდობა
ერთი კაცი გვაქცევს მაზრად,
ჩვენ კი ვერც მოვდივართ აზრად,
ნაწილ-ნაწილ ვიყიდებით ბაზრად,
გვართმევს, გვმართავს და გვიგდებენ მასხრად.
ხალხი ისევ უცვლელი მძინარე,
გაჰყვა დინებას, ენდო მდინარეს,
იტანს გინებას, იხდის დინარებს,
ეძებს მიგნებას, თუმც კარს ვინ აღებს,
არც გადის დიდი დრო ლოდინში
ხარკი არ ეყოთ, უნდათ ბოდიში,
ვერც ვიღვიძებთ, გვაკლავენ ლოგინში,
არც ჩანს იოთამ, მტერიც მოდის შინ.
ჩვენ რომ გმირებს სახელი ვუბღალეთ,
მათ სახელს წყალი ვასხით მდუღარე,
ომს შეშინებული ხალხი თუ ნახეთ?
"დალაგებულ ქვეყანას ნუღა რევთ"
"მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა,"
მეტი იშოვა? მეტი ღრეობა,
ბავშვი ურნაში, მკვეთრი მხნეობა.
ომის შიშს ვწირეთ ჩვენი მეობა.