ლექსი
აგერგეტებულნი
მე კი ერთი ვარ, მაგრამ შენთან სამად ვგერგეტობ,
სიტყვით ვამსხვრიე კაკალი და ნუღა კეკრკეტობ,
მე შენ და სამება, ჩვენ სამში ორი მე მენთო,
ვივიწყე სიკვდილი, ვჩეხე ხის მორი, მემენტო.
შენ, შენი ტკბილი თითები და მათზე ამბორი,
მე, ჩემი ტკბილი რითმები და მათი გამგონი,
ამ გონის პატრონი გამოდის თვალით დამთრობი,
ჩემი გონებაც შენია, სიმწარის დამტკბობი.
რა კარგია თურმე სეირნობა, ხეტიალი,
რა უჭირს სიცივეს თუ კი არის მეტი ალი,
ჩვენ დავთვერით და თავბრუ გახვიე მე ტრიალით,
როცა შორს ხარ, დაიწვას ყოველი მეტრი ალით.