ლექსი
თუშური ხალიჩა
ჩემი პოეზია ნაქსოვი, ვით თუშური ხალიჩა,
და თავს ერთობა რად მინდა, ბოლოს თუ შური გახლიჩავს?
ეს ქვეყანა კი არა, ღვარძლის თესლით სავსე ბიდონი,
მთელ ერს როგორ გვახრჩობს ყელზე შემოხვეული პითონი?
ვინც უნდა გვიცავდეს, სწორედ მისგან მოდის შხამი გველის,
და ყოველდღე ფიქრი: "ამაზე უარესი რაღა გველის?"
გადაშენების პირას რომ ვართ, მოდის ძალა, ერთობა,
სახეზე შედგა პოლიციელი და ამით ერთობა.
ჩემი პოეზია ნაქსოვი, ვით თუშური ხალიჩა,
და თავს ერთობა რად მინდა, ბოლოს თუ შური გახლიჩავს?
აღარ ჩანს ღმერთი, აღარც ციდან მოვლენილი მანანა,
ფაქტია ერთი, გარემომ იმედის ქონა მანანა.
ფიქრნი: “ვინ ვისზე მეტია?" ქვეყანას გარე მოება,
ფარისევლობა — ასეთია ჩვენი გარემოება.
ომის შიშში, მტერი ჩუმად, მშვიდობით შემოგვესია,
აქ სიმართლე ვის უნდა, აქ სიმართლისთვის ხომ გვესვრიან!
ჩემი პოეზია ნაქსოვი, ვით თუშური ხალიჩა,
და თავს ერთობა რად მინდა, ბოლოს თუ შური გახლიჩავს?