ლექსი

ომი გონია

მე არ მომიგონია, რომ ომი გონია,
ეს ხომ აქამდეც თქმულა,
ყველაფერი მივიღე, რაც მომინდომია,
მარტივად თუ რთულად.
თხოვნად რატომ მიიღეთ, რაც მომითხოვია,
ბოღმა გადამდეთ მტრულად,
მე არ მომიგონია, რომ ომი გონია,
ჩემს თავს მოვედე წყლულად.

ცოდვები აღიარა, დაღი არა დასვა,
იგივე გააგრძელა.
ცოდვილს, ნაღვლიანად დამიარა დასვრამ,
გონი რომ დააბნელა,
სიბნელემ ნათელი ჭერს ჭაღიანად დახსნა,
დაბრუნება გააძნელა,
ცოდვამ ისე ქნა, აზრი საღი არა დარჩა,
გრძნობებიც გაანელა.

← უკან ლექსებში